ფეხბურთი

10:57 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვარტს “დორტმუნდთან” ელიან

გერმანული “ჰამბურგის” ტრავმირებული ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვარტი აღდგენითი პროცესის დაჩქარებას ცდილობს. ჰოლანდიელს იმედი აქვს, რომ მოედანს “დორტმუნდთან” მატჩში დაუბრუნდება.

“ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შევხვდე. გასულ წელს, დორტმუნდელებთან სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. იმედია, წარმატებას გავიმეორებთ”, - განუცხადა ვან დერ ვარტმა ჭესტ Online-ს.

ცნობისათვის, გასულ სეზონში, ჰამბურგელებმა დორტმუნდელებს “სიგნალ იდუნა პარკზე” 4:1 სძლიეს.

 

0.117686