ფეხბურთი

14:23 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვარტმა ფეხი მოიტეხა

ჰოლანდიისა და კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგურ დაპირისპირებაში, “ჰამბურგის” ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვარტმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. გერმანული პრესის ცნობით, ჰოლანდიელ შუახაზელს ფეხი აქვს მოტეხილი.

ვან დერ ვარტი მატჩის 30-ე წუთზე დაშავდა და მოედანი იძულებით დატოვა. კოლუმბიელი ნახევარმცველის – აბელ აგილარის ძალზე უხეშმა ვარდნამ “ჰამბურგის” ლიდერს მარჯვენა ფეხის ტერფი მოსტეხა.

ჯერჯერობით, ვან დერ ვარტის გამოჯანმრთელების ვადები, უცნობია, მაგრამ ნათელია, რომ ჰოლანდიელი მოედანს ხანგრძლივი დროით დაემშვიდობა.

 

0.114245