“ჰამბურგის” ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვარტმა ტრავმა მოიშუშა და საწვრთნელი პროცესიც განაახლა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.
მოგეხსენებათ, ვან დერ ვარტმა ტრავმა კოლუმბიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მიიღო. ექიმების პირველადი პროგნოზით, ჰოლანდიელს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, მაგრამ საბედნიეროდ, მათი ვარაუდი არ გამართლდა და ტრავმა მოსალოდნელზე მსუბუქი აღმოჩნდა.
სადღეისოდ, ვან დერ ვარტი უკვე გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობს.