ფეხბურთი

21:34 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტის ტრავმა მოსალოდნელზე მსუბუქი აღმოჩნდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და გერმანული “ჰამბურგის” შემტევი ნახევარმცველის, რაფაელ ვან დერ ვაარტის ტრავმა იმდენად სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ეს პირველი დასკვნის შედეგად გახდა ცნობილი.

ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვან დერ ვაარტს, რომელსაც თავდაპირველად ტერფის მოტეხილობა დაუდგინეს, კოჭის მყესები აქვს გაწყვეტილი. მსუბუქ ტრავმათა კატეგორიას არც ეს დაზიანება განეკუთვნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ 30 წლის ფეხბურთელი მოტეხილობას გადაურჩა, ნამდვილად სასიხარულოა.

ვან დერ ვაარტის მკურნალობისთვის საჭირო ვადები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. გავრცლებული ინფორმაციით, ის ვარჯიშს დაახლოებით ერთ თვეში განაახლებს.

0.117011