ფეხბურთი

12:27 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ბრომის უცნაურობა, მიტროღლუს ჰეთ-თრიქი

"ანდერლეხტის" მწვრთნელმა ჯონ ვან დერ ბრომმა, ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" საშინაო 0:3 მარცხის შემდეგ, მოულოდნელად თავისი გუნდი შეაქო – სეზონში საუკეთესო მატჩი ჩავატარეთო: "ფეხბურთი ულმობელია, რაც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ჩემი ფეხბურთელები შევაქე, მათ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, გუნდური სული აჩვენეს. გავითვალისწინოთ, რომ "ანდერლეხტი" ახალგაზრდული გუნდია. ასეთ ფეხბურთს მომდევნო მატჩებშიც თუ ვაჩვენებთ, სწრაფი ტემპით გავიზრდებით".

ჩემპიონთა ლიგის ამ მატჩში, სამივე გოლი კოსტას მიტროღლუმ გაიტანა და ეს შედეგი ისტორიულია იმ მხრივ, რომ აქამდე, არცერთ ბერძენ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიქი არ ჰქონდა შესრულებული.

0.13843