მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველის, დანიელ ვან ბუიტენის აგენტი აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, მის კლიენტს “რეკორდმაისტერში” დარჩენა სურს.
“ვან ბუიტენი შესანიშნავი ფეხბურთელია და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მისით არაერთი კლუბია დაინტერესებული. შემიძლია დაგიდასტუროთ, მას მთხოვნელები საფრანგეთსა და იტალიაში ჰყავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩემი კლიენტისთვის პრიორიტეტი “ბაიერნში” დარჩენაა.” – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი კრისტოფ ენროტეი Calciomercato-სთან საუბრისას.
35 წლის ვან ბუიტენმა, რომელსაც “ბაიერნთან” კონტრაქტი უახლოეს ზაფხულში უმთავრდება, მიმდინარე სეზონში, მიუნხენელთა მაისურით, 16 თამაში ჩაატარა.