მიუნხენის “ბაიერნიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული 36 წლის მცველი დანიელ ვან ბუიტენი “ჰამბურგისა” და “ანდერლეხტის” ინტერესის სფეროში მოექცა. გერმანული სპორტული გამოცემების ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელი სავარაუდოდ არჩევანს ამ ორ კლუბს შორის გააკეთებს, თუმცა ჯერ არც ერთ მათგანთან არ წამოუწყია მოლაპარაკება.
გასულ სეზონში ვან ბუიტენმა ბუნდესლიგაში 12 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე კი ბელგიის ნაკრებთან ერთად მეოთხედფინალამდე მივიდა.