ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი დანიელ ვან ბუიტენი საერთაშორისო კარიერას მსოფლიოს 2014 ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.
“ნაკრებში კარიერას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავასრულებ. როდესაც მწვერვალზე ხარ, დროულად შეჩერება უნდა შეგეძლოს. ევრო-2016-ისთვის არ მოვემზადები. ეროვნულ გუნდში თამაში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე დავიწყე და 2014-ის მუნდიალზე დავასრულებ, სადაც ბოლომდე დავიხარჯები” – იუწყება ვან ბუიტენის სიტყვებს ფრანგული გამოცემა L'Equipe.
ვან ბუიტენს სანაკრებო დონეზე 77 მატჩი ჩაუტარებია და 10 გოლი გაუტანია.