ფეხბურთი

11:57 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბუიტენი “ბაიერნში” აღარ ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველი დანიელ ვან ბუიტენი ივნისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. 36 წლის ბელგიელის თქმით, კლუბთან მისი კონტრაქტი არ გახანგრძლივდება.

“ბაიერნის” ხელმძღვანელობასთან ვითათბირე და გადაწყდა, რომ კონტრაქტს არ გავახანგრძლივებთ. შემიძლია, კლუბში დავრჩე და სხვა მოვალეობა შევასრულო. ამ საკითხზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება”, - განუცხადა ბელგიელმა გერმანულ მედიას.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ვან ბუიტენი ბელგიის ეროვნულ ნაკრებსაც დაემშვიდობება.

 

0.119763