ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენი მისი თანამემამულის, კლარენს ზეედორფის “მილანის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნას შეცდომად მიიჩნევს და თავის ყოფილ კლუბს რობერტო დონადონის ურჩევს.
“პირადად მე, კლარენს ზეედორფს “მილანს” არასდროს ჩავაბარებდი. “როსონერის” უფრო გამოცდილი დამრიგებელი ჭირდება. მაგალითად, დონადონი იდეალური ვარიანტი იქნებოდა. მას მწვრთნელად მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება და ამ სამუშაოს შესასრულებლად ყველა საჭირო თვისება აქვს.
“მილანს” გამოცდილება ჭირდება, მაგრამ კლუბს ასევე ჰყავს ნიჭიერი ინძაგი. თუ მილანელები მთავარი მწვრთნელის პოსტს ფილიპოს ანდობენ, მას დრო დასჭირდება.” – ციტირებს ვან ბასტენის სიტყვებს Sky.
რობერტო დონადონიმ მწვრთნელობა 2001 წელს დაიწყო. მას “ლეჩეში”, “ლივორნოში”, “ჯენოაში”, იტალიის ეროვნულ ნაკრებში, “ნაპოლიში” და “კალიარიში” უმუშავია. 50 წლის სპეციალისტი, ამჟამად, “პარმას” წვრთნის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროა
კაი კაცი იყო აცხოვნოს ღმერთმა.ყველაზე მეტად ამის ხელში მომწონდა არგენტინის ნაკრების თამაში.ფაქტია მესის ეპოქაში ყველაზე დალაგებული გუნდი ამას ყავდა რომელიც სტაბილურად მაღალ დონეს დებდა და მაგრად არ გაუმართლა 2014-ში მსოფლიო რომ ვერ მოიგო.პენალტიც არ მიცეს ფინალში სამ რეალურ განიავებულ მომენტს რომ შევეშვათ.მართლა რაღაცნაირი საწყალი თვალებით იყურებოდა სულ
((
ამ კაცს ისეთი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს სულ სიკვდილს უყურებდა თვალებში..