ფეხბურთი

20:21 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი “ჰერენვენს” სეზონის ბოლოს დატოვებს

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი და ამჟამად “ჰერენვენის” მთავარ მწვრთნელად მომუშავე მარკო ვან ბასტენი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ამ ინფორმაციას ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერი ავრცელებს.

“მარკო ვან ბასტენმა გაგვაფრთხილა, რომ ის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს და სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას აპირებს.” – ვკითხულობთ “ჰერენვენის” განცხადებაში.

ვან ბასტენმა, რომელიც 2004-08 წლებში ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, “ჰერენვენი” 2012 წელს ჩაიბარა. პირველ სეზონში მან გუნდი მე-8 ადგილზე გაიყვანა, მიმდინარე სეზონში კი, ვან ბასტენის შეგირდები მე-5 პოზიციას იკავებენ.

0.127202