ფეხბურთი

14:16 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი “ალკმაარს” შეუთანხმდა

მომდევნო სეზონიდან, “ალკმაარის” თავკაცი ჰოლანდიელი სპეციალისტი მარკო ვან ბასტენი იქნება. ამის შესახებ ჰოლანდიური მედიასაშუალებები იუწყებიან.

49 წლის ჰოლანდიელი ამჟამად “ჰერენვენს” წვრთნის, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს, კლუბს დატოვებს. ერთი ინფორმაციით, ვან ბასტენი სამწვრთნელო საქმიანობისგან გარკვეული დროით დასვენებას გეგმავდა, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ასე არ მოხდება.

სავარაუდოდ, ვან ბასტენი “ალკმაართან” კონტრაქტს 2016 წლამდე გააფორმებს.

 

0.11587