ფეხბურთი

11:20 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდეს ჯუკიჩი შეცვლის

ესპანური ავტორიტეტული გამოცემების ცნობით, მომავალი სეზონიდან “ვალენსიას” სერბი სპეციალისტი მიროსლავ ჯუკიჩი გაწვრთნის.

ერნესტო ვალვერდემ, რომელიც “ღამურებს” გუნდიდან მაურისიო პელეგრინის გაძევების შემდეგ ავარჯიშებდა, დასახული ამოცანის შესრულება ვერ მოახერხა - გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა. “ვალენსია” ესპანეთის პრიმერადივიზიონის დასკვნით ტურში “სევილიასთან” 3:4 დამარცხდა და მე-4 ადგილი “რეალ სოსიედადს” დაუთმო.

შედეგად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან კლუბის ხელმძღვანელობაში არასტაბილური სიტუაციაა. აღსანიშნავია, რომ ვალვერდეს მოქმედ კონტრაქტს ვადა ისედაც ეწურებოდა და მისი გახანგრძლივება აღარ მოხდება.

რაც შეეხება ჯუკიჩს, მისი “ვალიადოლიდი” დიდი ხნის განმავლობაში ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ მე-14 ადგილს დასჯერდა. სერბმა განაცხადა, რომ გუნდს დატოვებს, რადგან ახალ გამოწვევებს ეძებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელობის დროს მიროსლავმა “ვალენსიაში” 6 სეზონი გაატარა და ეს კლუბი მისთვის უცხო არაა.

 

0.113076