ფეხბურთი

16:04 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე “ბილბაოს” ფორმით შეშფოთებულია

 

“ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე შეშფოთებულია კლუბის ცუდი ფორმით. ამის შესახებ, 50 წლის მწვრთნელი ჟურნალისტებს “გრანადასთან” (0:1) წაგებული მატჩის შემდეგ ესაუბრა. 

“ცუდად ვითამაშეთ. ძალიან უკმაყოფილო ვარ ბოლო შეხვედრებით. “სან მამესზე” ასეთი ასპარეზობა არ შეიძლება.

შეშფოთებული ვარ გუნდის ცუდი ფორმით, პრობლემები აშკარაა, მაგრამ ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გამოვასწოროთ. შესაძლებელი 12 ქულიდან, მხოლოდ 3 გვაქვს, რაც “ბილბაოსთვის” მიუღებელი შედეგია. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ლა ლიგაზე და აუცილებლად გამოვასწორებთ შედეგს”, – განაცხადა ვალვერდემ.

ლა ლიგაში ცუდი სტარტის გარდა, “ბილბაომ” ვერც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მოახერხა გამარჯვება.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.118643