ფეხბურთი

17:18 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: “ბილბაო” ძნელად საცნობი იყო”

“ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ძალიან უკმაყოფილო იყო თავისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით. მისი თქმით, “ბილბაო” გუშინ ძნელად საცნობი გახლდათ.

“ჩვენ გუშინ ძნელად საცნობი ვიყავით. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, “ბატე” ჩვენზე ბევრად მაღლა იდგა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ძალიან უკმაყოფილო ვარ. ასეთი თამაში უკანგადადმული ნაბიჯია. 100%-ით უნდა დავიხარჯოთ და მომდევნო მატჩებში წარმატებას მივაღწიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ”. – განაცხადა 50 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ორი ტურის შემდეგ, “ბილბაოს” 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება ჯგუფში.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.115948