ფეხბურთი

21:27 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე 3 ქულას უმიზნებს

 

“ბილბაოს” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დონეცკის “შახტართან” მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ვალვერდეს თქმით, მისი გუნდის მიზანი დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებაა.

“გათამაშებას შინ ვიწყებთ და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. კარგი დასაწყისი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. დღეს მოპოვებული გამარჯვება დიდი უპირატესობა იქნებოდა შემდგომი წარმატებისთვის.

“შახტარი” ძალიან კარგი გუნდია და აქვს იმის პოტენციალი, რომ წარმატებით გვეთამაშოს, რაც არ უნდა დავუშვათ. უკრაინული გუნდი შარშანდელი მსგავსად ძლიერია. კარგად გვახსოვს, რომ უკრაინელებმა შარშან “სოსიედადი” დაამარცხეს “ანოეტაზე”. მათ მშვენიერი ნახევარდაცვა და თავდასხმა ჰყავთ, სახიფათონი არიან კონტრშეტევაზე და ამ ყველაფერს უნდა ვუფრთხილდეთ”. – ციტირებს 50 წლის სპეციალისტის სიტყვებს Football-Espana.

შეგახსენებთ, რომ “ბილბაოსა” და “შახტარის” დაპირისპირება 22:45 წუთზე დაიწყება.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.133011