ფეხბურთი

2:35 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ვალიადოლიდმა“ და „ლევანტემ“ ქულები გაიყვეს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის გახსნით მატჩში, „ლევანტე“ „ვალიადოლიდს“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა. გუნდებმა გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს.

25-ე წუთზე, ვალენსიელთა ფორვარდმა ვიქტორ კასადესუსმა თავური დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი, რის შემდეგაც სტუმრებმა უკან დაიხიეს და დაცვით ტაქტიკაზე გადავიდნენ. „ვალიადოლიდი“ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და 52-ე წუთზე, ხავი გერას გოლით, წონასწორობაც აღადგინა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო.

მასპინძლებს გამარჯვების გოლის გატანის შანსი რამდენჯერმე მიეცათ, მაგრამ ტაბლოზე დაფიქსირებული 1:1 აღარ შეცვლილა.

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 15000

ვალიადოლიდი - ლევანტე  1:1(0:1) 

ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, პენია, მიტროვიჩი, ალვარო (ომარი 73), ლარსონი (პერესი 73), როსი, რამა, გერა, ოსორიო (მანუშუ 84).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი (ელ-ზჰარი 56), კარაბელასი, ვინტრა, დიოპი, სიმანი, ივანშიცი (გარსია 64), კასადესუსი (სისოკო 84), ბარალი.

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლი: 0:1 კასადესუსი (25), 1:1 გერა (52)

გაფრთხილება: რამა (38), მიტროვიჩი (75), გერა (83) - ივანშიცი (4), ბარალი (20), სიმანი (83)

კარში დარტყმა: 11 (2) – 3 (1) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 67% - 33% სეივი: 0 – 1

0.13075