ფეხბურთი

4:31 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალენსიური დერბი „ლევანტეს“ სასარგებლოდ

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 37-ე ტური ორი მატჩით გაიხსნა. „ვილიარეალმა“ „რაიო ვალიეკანოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა, „ლევანტემ“ კი, ვალენსიურ დერბიში „ღამურებს“ სძლია.

„ლევანტესა“ და „ვალენსიას“ მატჩის პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა. 74-ე წუთზე, „ღამურების“ მცველმა რიკარდუ კოშტამ უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც როდრიგეს ანხელმა ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა. 10 წუთში, ანდრეას ივანშიცი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და თავისი შანსი გამოიყენა - 2:0.

უხვგოლიანი გამოდგა „ელ მადრიგალზე“ ჩატარებული მატჩი, სადაც „ვილიარეალი“ „რაიოს“ დაუხვდა. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ მეტოქეს თითო ტაიმში 2-2 ბურთი გაუტანა და დამაჯერებლად იმარჯვა.

 

ვილიარეალი. „ელ მადრიგალი“. 14000

ვილიარეალი - რაიო 4:0 (2:0) 

ვილიარეალი: კარლოსი, იოკიჩი, მუსაკიო, გასპარი, პაულისტა, კანი (აკინო 17), სორიანო (43), გომესი, ტრიხეროსი, უჩე, დოს სანტოსი (პერეირა 46).

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

რაიო: რუბენი, არბილია, ნაჩო, ხალვესი, ლოპესი (რაცი 15), ტრასორასი, საული, ფალკე, ლარივეი, ბუენო, როჩინა.

 წვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: 1:0 უჩე (22), 2:0 სორიანო (42), 3:0 პერეირა (55), 4:0 ჰაუმე (64)

გაფრთხილება: ტრიხეროსი (71) - ხალვესი (82)

გაძევება: არბილია (63)

კარში დარტყმა: 22 (10) – 14 (2) ჯარიმა: 12 - 13 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 39% - 61% სეივი: 2 – 6

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 20000

ლევანტე - ვალენსია 2:0 (0:0)

ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, ვინტრა, დიოპი (კსუმეტრა 51), სისოკო, სიმანი, გარსია (ივანშიცი 64), კასადესუსი, ბარალი (ანხელი 69).

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ვალენსია: ალვესი, სენდეროსი, კოშტა, პერეირა, ფუეგო (არაუჟო 76), ფეგული, პარეხო, ბერნატი, კარტაბია (პიატი 69), ვარგასი, ალკასერი (ჟონასი 58).

 წვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

გოლი: 1:0 ანხელი (70), 2:0 ივანშიცი (81)

გაფრთხილება: დიოპი (44), სისოკო (45), ხუანფრანი (56), სიმანი (85) - კოშტა (40), ალკასერი (54), სენდეროსი (83), ვარგასი (85), პერეირა (90)

გაძევება: ლოპესი (88)

კარში დარტყმა: 12 (3) – 19 (6) ჯარიმა: 11 - 12 კუთხური: 8 - 8 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 6 – 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113561