შესაძლოა, ესპანური “ვალენსია” არგენტინელმა სპეციალისტმა მარსელო ბიელსამ ჩაიბაროს. ესპანური პრესის ცნობით, “ღამურები” “ბილბაოს” ყოფილი თავკაცის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ.
მოგეხსენებათ, ჟურნალისტები “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე “სან ლორენცოს” დამრიგებელ ხუან ანტონიო პიცის ფავორიტად მოიხსენიებენ, მაგრამ საქმე არცთუ მარტივადაა. არგენტინელს ქვეყნის ჩემპიონთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და კლუბს მისი გაშვება არ სურს.
ჯერჯერობით, “ვალენსიას” ხელმძღვანელობას კონკრეტული წინადადებით არც ბიელსასთვის და არც პიცისთვის მიუმართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი მწვრთნელია ძალიან , ამის ბილბაო უძლიერესი იყო , ევროპის ლიგის და ესპანეთის თასის ფინალი დადო ტიპმა. ნუ ეხლა უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობენ,მაგრამ ამის ხელი მაინც აკლია გუნდს რა.
მაგარი ვარიანტია ვალენსიას წამოწევს ზემოთ ცოთას
ბიელსა მაგარი იქნებოდა
ყველაზეე მაგარიი ვარიანტიაა ესს ! . . მარაა არა მგონია დათანხმდეეს :/