ფეხბურთი

18:17 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” ტორესის არენდით აყვანა სურს

ესპანური პრესის ცნობით, “ვალენსია” ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის არენდით აყვანას გეგმავს.

“ღამურების” ლიდერო რობერტო სოლდადო, დიდი ალბათობით, კარიერას “ტოტენჰემში” განაგრძობს. Super Deporte-ს ცნობით, “ვალენსია” მას ფერნანდო ტორესით შეცვლას უპირებს.

როგორც ცნობილია, “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერიდან” უეინ რუნის გარაბირება სურს. თავის მხრივ, კლუბის გამოცვლის სურვილს ინგლისელიც გამოთქვამს. თუ ეს ტრანსფერი შედგა, ტორესი, დიდი ალბათობით, “ჩელსიში” ზედმეტი იქნება და “არისტოკრატები” მის “ვალენსიაში” გაშვებას დასთანხმდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12086