ესპანურ “ვალენსიას” ლონდონის “ჩელსის” შემტევის – ხუან მატას შეძენა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. Football Espana-ს ცნობით, “ღამურებმა” “არისტოკრატების” ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ესპანელებმა მატას გადაბირება 2-ჯერ სცადს. უკანასკნელად, “ვალენსიამ” “ჩელსის” მატას იჯარით აყვანა შესთავაზა. ამ შემთხვევაში, ვალენსიელები ესპანელს ხელფასის ნახევარს გადაუხდიდნენ.
ლონდონელები არც ამ წინადადებას დათანხმდნენ და მატა “სტემფორდ ბრიჯზე” დაიტოვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია, მევასება ვაარტი )))) ტოტენჰემშიც ვქომაგობდი და ჰამრუგშიც ვქომაგობ ))))