ფეხბურთი

14:32 | 4.08.2013 | ნანახია 809 - ჯერ

“ვალენსიამ” პოშტიგა გადაიფიქრა

 

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ესპანური “ვალენსია” “სარაგოსას” ფორვარდის – ელდერ პოშტიგას შეძენას აღარ ეცდება. “ღამურების” სპორტულმა დირექტორმა ამადე სალვამ Football Espana-ს განუცხადა, რომ პორტუგალიელის ტრანსფერი დღის წესრიგში აღარ დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, ვალენსიელები პოშტიგას სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ “სარაგოსამ” 4 მილიონი მოითხოვა და ტრანსფერი არ შედგა.

ცნობისათვის, პოშტიგამ პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064236
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
809