ფეხბურთი

18:46 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ორბანი დაიმატა

ესპანურმა “ვალენსიამ” 25 წლის არგენტინელი მარცხენა მცველი, ლუკას ორბანი დაიმატა. “ღამურებმა” “ბორდოს” ყოფილ უკანახაზელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ლუკას ორბანი “რივერ პლეიტის” აღზრდილია. 2011 წელს ის “ტიგრეში” გადავიდა, რომლის რიგებში თამაშის დროსაც “ბორდოს” წარმომადგენელთა ყურადღება მიიქცია. ორბანი საფრანგეთში გასულ წელს, 2.5 მილიონ ევროდ გადავიდა. ლიგა ერთში მან 27 თამაში ჩაატარა.

0.064423