ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–2 ტურში, მიროსლავ ჯუკიჩის დამოძღვრილი „ვალენსია“ „ესპანიოლს“ ეწვია და შინ დამარცხებული დაბრუნდა. „ღამურებისთვის“ მატჩი კარგად დაიწყო, მაგრამ ძალზე წარუმატებლად გაგრძელდა.
უკვე მე–10 წუთზე, ვალენსიელთა ახალწვეული ელდერ პოშტიგა მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მასპინძლებს ანგარიშის გასათანაბრებლად 20 წუთი დასჭირდათ – დავიდ ლოპესმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დაჰკრა და კატალონიელებს იმედი დაუბრუნა.
მე–2 ტაიმის დებიუტში, კრისტიან სტუანიმ „ესპანიოლი“ დააწინაურა კიდეც, მატჩის მიწურულს კი, ტევი ბიფუმამ გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.
„ვილიარელმა“ მიმდინარე სეზონში მე–2 მატჩიც მოიგო. ამჯერად, „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდა და ოდნავი გაჭირვებით, 3 ქულა „ჩაიჯიბა“. რაც შეეხება „ელჩესა“ და „სოსიედადის“ მატჩს, გუნდებმა გოლებთან ერთად ქულებიც გაცვალეს – 1:1.
ელჩე. „მარტინეს ვალერო“.
ელჩე – სოსიედადი 1:1 (1:0)
ელჩე: ერერა, საპუნარუ, ლომბანი, ალბაკარი, ბოტია, სანჩესი (რივერა 75), პერესი, ჩავესი, ჰილი, მანუ (ნიხესი 64), კორომინასი (ხიმენესი 80).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
სოსიედადი: ბრავო, ესტრადა, დე ლა ბელია, მარტინესი, კადამურო, ჩორი კასტრო (სურუტუსა 69), გრანერო, ელუსტონდო, პარდო (ხაბი პრიეტო 58), ველა, სეფეროვიჩი (სანგალი 77).
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
გოლები: 1:0 კორომინასი (2), 1:1 ველა (75)
გაფრთხილებები: ბოტია (7), მანუ (17), ლომბანი (55), საპუნარუ (87) – ველა (20), დე ლა ბელია (25), ი.მარტინესი (33)
კარში დარტყმა: 16 (6) – 15 (2) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“.
ესპანიოლი – ვალენსია 3:1 (1:1)
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ, სანჩესი, ლოპესი, გარსია (ბიფუმა 72), სტუანი (ლანსაროტე 79), პიცი (გონსალესი 63).
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
ვალენსია: ალვესი, კოშტა, მატიე (გუარდადო 84), რამი, პერეირა, ფუეგო, ბანეგა, ფეგული (კანალესი 70), მიჩელი (ბერნატი 64), პოშტიგა, ჟონასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
გოლები: 0:1 პოშტიგა (10), 1:1 ლოპესი (32), 2:1 სტუანი (48), 3:1 ბიფუმა (89)
გაფრთხილებები: ლოპესი (22), სიმაუ (45), გონსალსი (90) – რამი (45), ბანეგა (52), კოშტა (79)
კარში დარტყმა: 16 (6) – 15 (2) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4
ვილიარეალი. „ელ მადრიგალი“.
ვილიარეალი – ვალიადოლიდი 2:1 (1:1)
ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, დორადო, გასპარი, ჰაუმე, კანი, სორიანო, აკინო, ტრიგეროსი (პინა 70), პერეირა (უჩე 65), დოს სანტოსი (46).
მწვრთნელი: მარსელო გარსია ტორალი
ვალიადოლიდი: მარინიო, ბარმეტლერი, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, პენია, ალკატრასი (ომარი 57), ბერგდიჩი, ალვარო, ოსკარი (რამა 82), გერა (ოსორიო 75).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლები: 0:1 გერა (4), 1:1 დოს სანტოსი (38პ.), 2:1 კანი (85)
გაფრთხილებები: ჰაუმე (55), გასპარი (59), პერბე (62), დორადო (69) – ვალიენტე (45), ბერგდიჩი (86)
კარში დარტყმა: 16 (6) – 15 (2) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4