ესპანური “ვალენსიას” ალჟირელი ფეხბურთელი სოფიან ფეგული კლუბს ნაკრებიდან დაგვიანებით დაუბრუნდა თან ისე, რომ მან “ღამურების” წარმომადგენლები ამის შესახებ არ გააფრთხილა.
“ვალენსიას” დაგვიანების მიზეზი ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ განუმარტა. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ, ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ქვეყნის პრემიერმინისტრს შეხვდნენ და ფეგულის დაგვიანება სწორედ ამან გამოიწვია.
“ვალენსიას” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, იმის გამო, რომ დაგვიანება ფეხბურთელის მიზეზით არ ყოფილა გამოწვეული, მას რაიმე სახის სასჯელი არ ემუქრება.