ფეხბურთი

19:00 | 27.09.2013 | ნანახია 1248 - ჯერ

“ვალენსია” ზამთარში მატას დაბრუნებას გეგმავს

ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ვალენსია” ლონდონის “ჩელსიდან” ხუან მატას შეძენას გეგმავს.

25 წლის ნახევარმცველი “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის. პორტუგალიელის აზრით, მატა მის სათამაშო სქემაში ვერ ხვდება, რადგან უკან დახევა და დაცვის ხაზის დახმარება არ უყვარს.

ესპანელის ირგვლივ არსებულ სიტუაციას თვალს “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ადევნებენ, მაგრამ “ჩელსის” პირდაპირი კონკურენტებისთვის ფეხბურთელის მიყიდვა არ უნდა.

The Independent-ის ცნობით, ამით შესაძლოა “ვალენსიამ” ისარგებლოს, რომელმაც მატა ლონდონელებს 2 წლის წინ მიჰყიდა. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდად 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი საკმარისი იქნება.

მატას დასაბრუნებლად “ვალენსია” მზადაა ფინანსური დახმარებისთვის სპონსორებს მიმართოს. კლუბში იმედი აქვთ, რომ ნახევარმცველი “მესტალიაზე” დაბრუნებას უფრო დაბალ ხელფასზე დათანხმდება, ვიდრე “ჩელსიში” იღებს. 


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:02 | 28.09.2013
lukamera (321)

მანიუ დაითრევს

09:56 | 28.09.2013
GOVEN (4940)

მიდი რა! ვალენსია შენ უნდა დაბრუნდე რიხით! ბარემ სილვაც დაიბრუნეთ და ეგაა! დავასაქმე ამ მილიარდელებს თავებზე! ვალენსია იყიდეთ თქვეჩემისებო! გუნდია ისტორიით და აღარ დაგჭირდებათ ახალი ისტორიის წერა! მიახტა ყველა ამ პრემიერლიგას და მალე მგონი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელათ 12 გუნდი იბრძოლებს )

09:25 | 28.09.2013
chamilo (33560)

ვალენსიაში რა გინდა ეს დორტმუნდმა წაიყვანოს გაასწორებს

07:54 | 28.09.2013
mushni (93569)

წადიiiიiiი

23:05 | 27.09.2013
Spaghetti (1521)

მეც მაქვს მაგრამ მე 18 წლის ვიყავი რომ გავიკეთე

23:04 | 27.09.2013
Spaghetti (1521)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

23:03 | 27.09.2013
Spaghetti (1521)

მოუს ნაკოლკა აქვს მარცხენა ხელზე?

23:47 | 27.09.2013
NGoLo KaNte (36472)

კი

22:31 | 27.09.2013
shotamessi10 (5632)

მატა+ლუისი დაგვათრევინა ტრიპლეტს გავაკეთებთ

20:54 | 27.09.2013
a.reversi. (158)

თუ არ ათამაშებს გაუშვას მაინც
მეც ვფიქრობდი რომ მატას შანსს მისცემდა მაგრამ კაცმა უკვე ღიად განაცხადა რომ მის სათამაშო სქემაში არ ჯდება და უნდა შეიცვალოს და ვისაშიც ჩაჯდება ეს მატა და არა ის შეცვლილი იმას მიცენ და გამოიყენებს ბოლომდე
მაგ. ლივერპულს

20:53 | 27.09.2013
flyingdutchman (878)

Vალენსიაში დაბრუნებას რა აზრი აქვს ვერ ვხვდები,ისევ გაყიდიან მერე.

20:45 | 27.09.2013
NGoLo KaNte (36472)

ნელა რამეარ დაიზიანოთ

19:34 | 27.09.2013
mushni (93569)

მAGAღIAA მატააა

19:33 | 27.09.2013
mushni (93569)

მატაააა

19:33 | 27.09.2013
mushni (93569)

წადი =ვალენსიაში

19:23 | 27.09.2013
Sergio Ramos-CR7 (12995)

მატას რეალში დაბრუნებაზეც მიდის ლაპარაკი

19:10 | 27.09.2013
emigranti77 (33455)

აუ ნეტაი ეს დაიბრუნოს ვალენსიამ იმეან მაგარი გაასწორებს

0.116967