ფეხბურთი

16:23 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ვუჩინიჩს უმიზნებს და მარტინესს არ ეშვება

"ვალენსია" ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის გადასაბირებლად მზადაა. იტალიური მედიის ინფორმაციით, "ღამურები" ტურინელებს ვუჩინიჩის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა უარი მიიღეს.

აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ვალენსიელები ახალ შეთავაზებას ამზადებენ, ხოლო "ბებერი ქალბატონები" მზად არიან 30 წლის ფეხბურთელს 8 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელიონ. ვუჩინიჩისადმი ინტერესს კი შემდეგი კლუბები გამოხატავენ: "ოლიმპიაკოსი", "ფიორენტინა", "ტოტენჰემი" და "ზენიტი".

შეგახსენებთ, რომ მონტენეგროელ ფეხბურთელს გასული სეზონი თითქმის ჩაუვარდა. ყველა ტურნირზე ვუჩინიჩმა 18 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

"ვალენსია" კვლავ ჯიუტად ცდილობს კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "პორტუს" თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი გადაიბიროს და პორტუგალიურ გრანდს 30 მილიონ ვეროს სთავაზობს.

"პორტუს" პოზიცია კვლავ უცვლელია და ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს. კოლუმბიელმა გასული სეზონის 51 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

 

გიორგი ბალახაძე

0.366719