ფეხბურთი

19:28 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" სრნათი დაინტერესდა

 

ესპანური მედიის ცნობით, დონეცკის "შახტარის" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველი დარიო სრნა "ვალენსიას" ინტერესის სფეროში მოხვდა. როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს და შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს.

დარიო სრნას უკვე ჰქონდა მიწვევა "გალათასარაისგან", თუმცა ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა თურქები უარით გაისტუმრა.

ჯერჯერობით, ესპანურ მხარეს უკრაინელებისთვის რეალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

გასულ სეზონში დარიო სრნამ 38 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლთან ერთად 11 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ხორვატ მარჯვენაფლანგელს "შახტარის" მაისურით სულ 414 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 37 გოლიც გაიტანა. 32 წლის ფეხბურთელს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გიორგი ბალახაძე

თეგებიდარიო სრნა
0.113315