ფეხბურთი

19:29 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” სოლდადოსა და გუაიტას არ გაყიდის

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსია” რობერტო სოლდადოსა და ვისენტე გუაიტას გაყიდვას არ აპირებს.

როგორც ცნობილია, “ღამურებს” ფინანსური პრობლემები აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანური კლუბი გუნდის რამდენიმე ლიდერის გაყიდვას აპირებს, მაგრამ თუ Superdeporte-ს დავუჯერებთ, მათ შორის არ შედიან რობერტო სოლდადო და ვისენტე გუაიტა.

შეგახსენებთ, რომ სოლდადომ კლუბთან კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა. რაც შეეხება გუაიტას, მისი ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

 

0.103373