ფეხბურთი

20:21 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” რამის ტრანსფერით გახარებულია

“ვალენსიას” პრეზიდენტი ამადეო სალვიო აცხადებს, რომ ადილ რამის ტრანსფერი ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა, მაგრამ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, რაც ესპანელებს ახარებთ.

გავრცელებული ინფორმაციით, რამი სეზონის მე-2 ნახევარს “მილანში” გაატარებს. იტალიელებს ფრანგის არენდა 400 ათასი ევრო დაუჯდებათ, ხოლო სეზონის ბოლოს, მათ 27 წლის ცენტრალური მცველის 6 მილიონად გამოსყიდვა შეეძლებათ.

“ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ტრანსფერი განხორციელებულია, რადგან ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კარგია თუ არა მიღებული გადაწყვეტილება? ვითარებას შეგვიძლია რამდენიმე კუთხით შევხედოთ. “ვალენსიას” წამყვანი ფეხბურთელების გასხვისება არ უნდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში, მოვლენების ამგვარი განვითარებით მოხარულნი ვართ.

ვფიქრობ, შეთანხმება უახლოეს მომავალში მოხდება.” – ციტირებს სალვოს სიტყვებს Football Espana.

0.118033