კოლუმბიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარმცველ ედვინ ვალენსიას გარეშე ითამაშებს. ინფორმაცია ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. “ფლუმინენსეს” ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემა მთელი გასული სეზონის განმავლობაში აწუხებდა. ახლა კი საბოლოოდ გაირკვა, რომ მუნდიალამდე სათამაშო ფორმის აღდგენას ვერ მოასწრებს.
კოლუმბიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩ ჯგუფში მოხვდა, საბერძნეთთან, კოტ-დივუართან და იაპონიასთან ერთად.