ფეხბურთი

19:29 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ლუკაკუს და მარტინესს უმიზნებს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ესპანური "ვალენსია" ერთბაშად ორი თავდამსხმელის გადაბირებას შეეცდება. "ღამურების" ინტერესის სფეროში ლონდონის "ჩელსის" და "პორტუს" თავდამსხმელები რომელუ ლუკაკუ და ჯექსონ მარტინესი მოხვდნენ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენის გაღებას აპირებენ ესპანელები ამ ორ ფეხბურთელში. პორტუგალიური გრანდის პოზიცია ცნობილია და მარტინესის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ.

კოლუმბიელმა თავდამსხმელმა გასული სეზონი შთამბეჭდავად ჩაატარა და 51 მატჩში 29 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება რომელუ ლუკაკუს, ლონდონელებმა ბელგიელი ერთი სეზონით "ევერტონში" გაანათხოვრეს. 21 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და 15 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა. თავად თავდამსხმელს "არისტოკრატების" რიგებში თამაში სურს.

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა პიტერ ლიმმა "ვალენსია" შეისყიდა, გულშემატკივრებისთვის "ღამურების" მხრიდან ხმაურიანი ტრანსფერები მოულოდნელობა არ იქნება.

 

გიორგი ბალახაძე

0.143612