დღეს ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება. “ესპანიოლი” შინ “ხეტაფეს” მიიღებს, ხოლო “ვალენსია” “კორდობასთან” შეხვედრაში ეცდება პირველ პოზიციაზე გადასვლას.
ესპანიოლი - ხეტაფე
დასაწყისი: 25 სექტემბერი, 22:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-5 ტური
ადგილი: ბარსელონა, “ესტადიო კორნელია ელ პრატი”
“ესპანიოლმა” ცუდად დაიწყო და ჯერ მოგების გარეშეა. გასულ ტურში, კატალონური კლუბი ახლოს იყო პირველ გამარჯვებასთან, მაგრამ “მალაგამ” ბოლო წამებზე გამოჰგლიჯა ორი ქულა. “თუთიყუშები” ამ მომენტისთვის მე-19 პოზიციას იკავებენ და დღეს აუცილებლად გამარჯვებას ეცდებიან.
მასპინძელთა მსგავსად, რთული მდგომარეობაა “ხეტაფეშიც”, რომელიც ამ დროისთვის მე-18 პოზიციას იკავებს ლა ლიგაში. წინა შეხვედრა, მადრიდულმა კლუბმა “ვალენსიასთან” დათმო უშანსოდ. ძალიან ცუდად გამოიყურება უკანა ხაზი, რაც 4 მატჩში 8 გაშვებულ გოლში აისახება. თავის მხრივ, სუსტად გამოიყება შეტევის ხაზი და კოსმინ კონტრას გუნდს მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი. ყოველივე ამის ფონზე, “ხეტაფეს” შედეგები ლოგიკურია. ვნახოთ რა იქნება დღეს...
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ხ.ლოპესი, ა.გონსალესი, ვ.ალვარესი, კოლოტო, ვ.სანჩესი, კანიასი, ლ.ვაზკესი, ს.გარსია, სტუანი, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
დააკლდებიან: პაკო მონტანესი, მორენო
ხეტაფე (4-4-2): გუაიტა, ესკუდერო, ალექსისი, ნალდო, აროიო, მიჩელი, ხ.როდრიგესი, კასტრო, სარაბია, ლაფიტა, სამირი.
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა
დააკლდებიან: ვალერა, ვაზკესი, ლეონი, ლასენი
ვალენსია – კორდობა
დასაწყისი: 25 სექტემბერი, 00:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-5 ტური
ადგილი: ვალენსია, “ესტადიო მესტალია”
შესანიშნავი სტარტი აიღო “ვალენსიამ” და 4 მატჩში 10 ქულა აქვს. “ღამურებმა” ბოლო სამ შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხეს და მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებენ. გასულ ტურში, “ლოს ჩემ” გასვლაზე უშანსოდ დაამარცხა “ხეტაფე”. დღევანდელ შეხვედრაში, ნუნუ ესპირიტო სანტოს კლუბს როდრიგო მორენო დააკლდება, რომელმაც წინა მატჩში წითელი ბარათი მიიღო. მის ნაცვლად, სასტარტოში სოფიან ფეგული იქნება. ასევე ვარაუდობენ, რომ დებიუტი ექნება შკოდრან მუსტაფის, რომელსაც რუბენ ვეზოს ნაცვლად ელიან.
“კორდობას” 4 მატჩში 2 ქულა აქვს აღებული და დღესაც წარმატების ძალიან მიზერული შანსი აქვს. ანდალუსიურ კლუბს ლიდერი ფედე კარტაბია არ ეყოლება, რომელიც “ვალენსიადან” არის ნათხოვარი და მის წინააღმდეგ თამაში არ შეუძლია.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, პარეხო, გომეში, პიატი, ფეგული, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
დააკლდებიან: ნეგრედო, როდრიგო, დე პაული
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, პანტიჩი, ი.ლოპესი, კრესპო, გუნინო, ფ.როსი, ეკენგი, ფიდელი, აბელი, ბორხა, ჰავენაარი.
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი
დააკლდებიან: ლოპეს სილვა, კამპებადალი, ხისკო ხიმენესი, კარლოს კაბალიერო
ირაკლი ალიმბარაშვილი