გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა. დღის პირველი მატჩი “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ხეტაფემ” “მალაგას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე. ერთადერთი გოლი მიჩელის ანგარიშზეა, რომელმაც 25-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების.
ზედიზედ მესამედ წააგო “დეპორტივომ”, რომელიც როგორც ჩანს კვლავ გავარდნის ერთერთი პრეტენდენტია. გალისიური კლუბი მშობლიურ “რიასორზე” ამჯერად “ალმერიასთან” შერცხვა, რომელსაც გამარჯვება 92-ე წუთზე მენდეშმა მოუპოვა.
დღის ყველაზე საინტერესო მატჩი “ანოეტაზე” გაიმართა, შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ვალენსია” კიდევ ერთ გამარჯვებას ეშურებოდა და თავიდან იგებდა კიდეც კარლეს ხილის გოლით, მაგრამ ყოფილმა “ვალენსიელმა” სერხიო კანალესმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 1:1.
დღის ბოლო მატჩი “კორდობასა” და “ესპანიოლს” შორის უგოლო ფრედ დასრულდა.
ხეტაფე – მალაგა 1:0 (1:0)
მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ესკუდერო (ლაგო 63), ველაზკესი, ალექსისი, ვალერა, მიჩელი (ხ.როდრიგესი 75), ლასენი, კასტრო, სარაბია, იოდა, ბაბა (სამირი 46).
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, სანჩესი, როსალესი, ბოკა, კამაჩო (დუდა 46), დარდერი, ამრაბატი (ხუანმი 46), ალბერტო (სამუელი 72), ჰორტა, სანტა კრუზი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: მიჩელი 25.
გაფრთხილებები: კამაჩო, დარდერი, როსალესი, ველიგტონი
გაძევება: ველიგტონი 92.
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
დეპორტივო – ალმერია 0:1 (0:0)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, ლოპო, სიდნეი, ლუისინიო, ლაურე, ბერგენტინოსი, მედუნჯანინი, კუენკა (ტოჩე 70), ფარინა (კანელია 75), ხუანფრანი (კავალიერო 61), პოშტიგა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
ალმერია (4-2-3-1): პულიდო, ტრახილიო, დუბარბიერი, დოს სანტოსი, ნავარო, ტეიე (სორიანო 71), აზეზი, მენდეში, ვერზა, ზონგო (ველინგტონი 60), ჰემედი (ბიფოუმა 81).
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი
გოლი: მენდეში 92.
გაფრთხილებები: ლაურე, ლოპო – ტრახილიო, ნავარო, დუბარბიერი, პულიდო
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
სოსიედადი – ვალენსია 1:1 (1:1)
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, გორკა (მ.გონსალესი 71), ი.მარტინესი, დე ლა ბელა, ზალდუა, ზურუტუზა (გრანერო 70), ბერგარა, პრიეტო, კანალესი, ველა, აგირეჩე (ფინბოგასონი 78).
მწვრთნელი: ხაგობა არესატე
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, გაია, ბარაგანი, ფუეგო, გომეში (ფელიპე აუგუსტო 47), პარეხო (ორბანი 82), ხილი (ფეგული 47), როდრიგო, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლები: 0:1 ხილი (15), 1:1 კანალესი (36).
გაფრთხილებები: ველა, დე ლა ბელა, ბერგარა – ოტამენდიმ,, გომეში, ფუეგო, ფეგული, გაია
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
კორდობა – ესპანიოლი 0:0
კორდობა, “ნუევო არკანხელი”
კორდობა (4-2-3-1): კარლოსი, გუნინო, პანტიჩი, ლოპესი, კრესპო, ლუსო, ეკენგი, კარტაბია, როსი (ფიდელი 73), ბ.გარსია (ხისკო 78), გილასი.
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ფუენტესი, ალვარო, ლოპესი, კოლოტო, კანიასი, სანჩესი, სევილია (მატიონი 65), ლუკასი, სტუანი ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
გაფრთხილებები: კრესპო, ეკენგი – კანიასი, ფუენტესი, ალვარო, ლუკასი, მატიონი, სანჩესი
მსაჯი: სანტიაგო ხაიმე
ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 10. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 6.
ირაკლი ალიმბარაშვილი