კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა შესაძლოა, კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური და გერმანული წყაროები ავრცელებენ.
"რეკორდმაისტერთა" დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბს კიდევ ერთი მეკარე სჭირდება. შესაბამისად ვიქტორ ვალდესის და გვარდიოლას სამომავლო თანამშრომლობაზე ჭორები უმალვე აგორდა. 32 წლის ესპანელი მეკარის ტრანსფერი "მონაკოში" თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა ვალდესის ტრავმამ ყველაფერი შეცვალა _ ფრანგულმა გრანდმა ტრავმირებულ კარის დარაჯზე უარი განაცხადა.
მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში, "ბაიერნმა" კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და "ლევანტის" მეკარის კეილორ ნავასისადმი ინტერესი გამოიჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელებმა ნავასში 10 მილიონი ევრო მოითხოვეს, რაც მიუნხენელებს ეძვირათ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიქტორ ვალდესს და პეპ გვარდიოლას დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებთ, გასაკვირი არც იქნება მომდევნო სეზონში ესპანელი მეკარე "ალიანც არენაზე" ვიხილოთ.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჭორია,ვარიანტი არაა გადავიდეს
პეპ რა გინდაა??? თუ ეგრე გიყვარს სახლში მიიყვანე და არა ბაიერნში :@. დაცვას მიხედეეე ბაშტუბერის იმედი თუ გაქ ცუდად ყოფილა საქმე
trakki aqvs albat gasukebuli da imitom unda gadasvla
არ გადავა )
თუ ჭკუა აქვს არ უნდა გადავიდეს
ლიდერია თრახების დროს გამოვარდება სკამიდან წაადგება გუნდს
DDDD
ნეტა რათ უნდათ ამასაც თუ ჭკუა აქ თავში კარიერის დასასრულისკენ მივიდა და სკამი უნდა ხეხოს და ჯობია წაიდეს აშშ-ში ფულსაც გააკეთებს და სათამაშო დროც ექნება
ბაიერნის ვარიანტი კი არა ბაიერნის სკამის ვარიანტი გაუჩნდა
პეპმა თქვა პრესკონპერეციაზე ერთი მეკარის პრობლმა მემგონი ჭკუდან შეირყა დაცვა რომ აქვთ მისახედი ვერ ხვდება
საინტერესოა ძალიან D:
გაქაჩავს


ნოიერს დაერხაა
