ფეხბურთი

14:35 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალდესმა წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა

კატალონიის “ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანელმა გარემოს გამოცვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. 

ვალდესს კატალონიის “ბარსელონადან” აბარგებისთვის ორი მიზეზი აქვს: უპირველესად, 10-წლიანი ბარსელონური კარიერისა და ყველა ტიტულის მოგების შემდეგ, მეკარე მოტივაციის ნაკლებობას უჩივის. გარდა ამისა, ვალდესს პრობლემები აქვს კლუბის სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტასთან. 
შეგახსენებთ, რომ ვალდესს “ბარსასთან” კონტრაქტი 2014 წელს ეწურება. კატალონიელი ახალ კლუბში ზაფხულიდან გადაბარგდება.
0.110585