ფეხბურთი

17:21 | 3.01.2014 | ნანახია 842 - ჯერ

ვალდესმა თამაშის ნებართვა მიიღო

 

კატალონიური “ბარსელონა” 2014 წელს კარგი ამბებით ხვდება. ლა ლიგის ლიდერ გუნდს პირველი მეკარე, ვიქტორ ვალდესი უბრუნდება. 31 წლის კიპერმა, 44-დღიანი უქმობის შემდეგ, ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.

ვალდესმა ტრავმა 19 ნოემბერს, ესპანეთსა და სამხრეთ აფრიკას შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო, რის გამოც მას “ბარსელონას” 8 თამაშის გამოტოვება მოუხდა.

2013 წლის ბოლოს ვალდესმა განაცხადა, რომ მისი მიზანი 2014 წლის პირველი მატჩისთვის სრულად გამოჯანმრთელება იყო და მან ამ მიზნის მიღწევა მოახერხა. “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვალდესი 5 იანვარს “ელჩესთან” გასამართი თამაშისთვის მზადაა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:19 | 03.01.2014
El Capitano 7 (35967)

valdooooo zmaaa magari kaci

21:26 | 03.01.2014
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

შენ ცოცხალი ხარ?

18:50 | 03.01.2014
kobe bryant24 (4850)

ვიკტორ შე ნაძირალავ

18:50 | 03.01.2014
the unforgiven (505)

::

18:43 | 03.01.2014
Belgium's Golden Generation (2133)

თამაშისას შეხსენით ხოლმე

0.114972