უეფას ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, კატალონიის “ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესმა ლეგენდარულ გერმანელ ოლივერ კანს გადაასწრო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, მეკარეებს შორის მატჩების რაოდენობით, ესპანელი მე-2 ადგილზეა.
“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, “მილანთან” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული მატჩი ვალდესისთვის 108-ე იყო. კატალონიელი მხოლოდ მადრიდის “რეალის” კარის დარაჯ იკერ კასილიასს ჩამორჩება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში 133 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “მილანს” 3:1 სძლია.