ფეხბურთი

16:42 | 20.11.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ვალდესის ტრავმის სიმძიმე დღეს გაირკვევა

ესპანეთის ნაკრების მეკარე ვიქტორ ვალდესს ტრავმის გამო შეიძლება ერთი თვე გაუცდეს. “ბარსელონას” კარის დარაჯი სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა და მედიკოსთა წინასწარი განცხადებით, პრობლემა უმნიშვნელო სულაც არაა.

დღეს ფეხბურთელს სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ზუსტი დიაგნოზიც დაისმება.

ვიქტორ ვალდესმა გასულ თამაშში იკერ კასილასი შეცვალა. თამაში კი სამხრეთ აფრიკამ მოიგო – 1:0.

 

0.372483