როგორც უკვე ცნობილია, ესპანელი მეკარე ვიქტორ ვალდესი მომავალ სეზონში კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას აღარ დაიცავს.
ვალდესი გუნდს და გულშემატკივრებს წერილით დაემშვიდობა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი გულშემატკივრები ხართ. რაც უნდა მომხდარიყო, ყოველთვის მამხნევებდით, რაც მებრძოლი ადამიანისთვის საჭიროა. ვამაყობ თქვენით, რადგან ყოველ მატჩში გვერდით მედექით."
ესპანელმა მეკარემ მწვრთნელების შესახებაც გააკეთა კომენტარი:
"ლუის ვან გაალმა კლუბს წარმატების საფუძველი ჩაუყარა. იგი ყოველთვის მამხნევებდა. ფრანკ რაიკაარდი ყოველთვის მენდობოდა და მთელი ცხოვრება მის ვალში ვიქნები. ჰოლანდიელის წარმატებული გამგრძელებელი გვარდიოლა იყო და მან ბევრი რამ მასწავლა, ისევე როგორც ტიტო ვილანოვამ. მინდა მას ვუთხრა: სადაც არ უნდა იყო დიდი მადლობა სწავლებისთვის, არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ იმ სიძლიერის და უნარჩვევების, რომელიც მთელი ცხოვრება დამჭირდება."
ვიქტორ ვალდესმა თანაგუნდელებსაც დიდი მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად გატარებულ წლებს სასიამოვნო უწოდა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის მეკარე შემდეგი სეზონიდან ფრანგული "მონაკოს" ღირსებას დაიცავს.
გიორგი ბალახაძე