ფეხბურთი

17:23 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალდესი: “მონაკო” კარგი ვარიანტია”

დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონას” კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი მომდევნო სეზონს “მონაკოში” დაიწყებს. კატალონიელ მეკარეს საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშის პერსპექტივა ხიბლავს.

“საფრანგეთში გადასვლა ყველა მხრივ მაწყობს. “მონაკო” ბევრ რამეში შემეფერება. ეს ერთ-ერთი ვარიანტია. ჩემი მომავალი აგენტებზეცაა დამოკიდებული. ის კი ვიცი, რომ “მონაკოში” ერიკ აბიდალი ძალიან ბედნიერია. პირადად ჩემთვის, აბიდალი სამაგალითო ფეხბურთელია. მოხარული ვიქნები, მასთან ერთად თამაშის საშუალება კიდევ თუ მექნება”, - უთხრა ვალდესმა Eurosport-ს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს, ვალდესი თავისუფალი აგენტი ხდება და ახალი კლუბის მოძებნას უპრობლემოდ შეძლებს.

 

0.126575