ფეხბურთი

21:05 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალდესი იანვარში "ლივერპულის" მეკარე გახდება

ესპანური fichajes.net-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ლივერპულის" მეკარე გახდება.

32 წლის ფეხბურთელის "მონაკოში" გადასვლა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა ვალდესის მძიმე ტრავმამ ყველაფერი შეცვალა – ფრანგულმა გრანდმა ტრავმირებულ კარის დარაჯზე უარი განაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია ესპანელის სამომავლო ტრანსფერის დეტალები. ესპანელი მეკარე "ბლაუგრანას" მაისურით 12 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 528 ჩატარებულ მატჩში 437 გოლი გაუშვა.

გიორგი ბალახაძე

0.119858