ფეხბურთი

10:06 | 16.09.2013 | ნანახია 1516 - ჯერ

ვალდესი გადაწყვეტილებას არ შეცვლის

კატალონიის “ბარსელონას” კარის დარაჯ ვიქტორ ვალდესს სეზონის ბოლოს კლუბის შეცვლა გადაწყვეტილი აქვს. “სევილიასთან” მატჩის (3:2) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა ესპანელს სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს და მეკარემაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს, “კამპ ნოუს” დატოვებს.

“მე პროფესიონალი ვარ და კლუბის წინაშე ჩემს მოვალეობებს ყოველთვის პირნათლად ვასრულებ. “ბარსელონასთან” პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ. მიხარია, რომ ამ სეზონსაც “კამპ ნოუზე” გავატარებ. მაისში, კატალონიას დავემშვიდობები”, - ციტირებს ვალდესის სიტყვებს Sky Sports-ი.

გასულ სატრანსფერო სეზონში, ვალდესისადმი ინტერესს “მონაკო”, პსჟ, “მანჩესტერ სიტი” და ლონდონის “არსენალი” იჩენდნენ.

 


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:16 | 16.09.2013
RMA FANS (3925)

ამასაც რო ხვეწნა დასჭირდება D

11:50 | 16.09.2013
fero (15151)

xaragaulshi. cxerimelas kari unda davicvao

11:39 | 16.09.2013
babubabu (17085)

ისე სად აპირებს წასვლას საინტერესოა?

10:33 | 16.09.2013
fero (15151)

kidev erti siurprizi serialevbis moyvarulebs. axlaxan dasrulebuli serialebis shemdeg. espanuri fexburtis warmomadgenelta da internet saitebis adminebisgan. sul amale ixilavt serials. valdesis neba! .imedia es seriali dachrdilavs neimariadas. an karlos vnebani da beilis saga!

0.134409