“ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესის აზრით, მიმდინარე სეზონში მისდამი გუნდის გულშემატკივრების დამოკიდებულება სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად, კარიერის სხვაგან გაგრძელება მაინც ძველებურად სურს.
“ყოველდღიურად ვგრძნობ ქომაგებისგან სიყვარულს და პატივისცემას, რაც ადრე ძალიან მაკლდა. მესმის მათი, უნდათ სხვა გუნდში გადასვლაზე აღარ ვიფიქრო, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. “ბარსელონაში” ჩემი დრო ამოიწურა. არ მინდა გაუმჯობესებული ფინანსური პირობები შემომთავაზონ დასარჩენად. დროა სხვა ჩემპიონატში ვცადო ბედი” – უთხრა ვალდესმა ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემას.