კატალონიის “ბარსელონას” კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი აცხადებს, რომ მას ინგლისის პრემიერლიგა იზიდავს. 31 წლის კიპერის თქმით, ამჟამად, მას მოგზაურობა სურს, მაგრამ ის “ბარსელონაში” დაბრუნდება.
“ძალიან მინდა უცხო კულტურას ვეზიარო, სხვა ქვეყანაში ვითამაშო და ახალი გამოწვევები მივიღო. “ბარსელონაში” შესანიშნავი დრო გავატარე და აქ თამაში მიყვარს. დავბრუნდები, მაგრამ ახლა მოგზაურობა მინდა. ეს სწორედ ისაა, რაც მომწონს.
პრემიერლიგა და ინგლისური ფეხბურთი მომწონს. ამ ჩემპიონატში, ფეხბურთელები კარში ძალიან ხშირად ურტყამენ, ხოლო გულშემატკივრები მოთამაშეების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.” – ციტირებს ვალდესის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ ვალდესმა, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2014 წელს უმთავრდება, კატალონიელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და დიდი ალბათობით, ის გუნდს უახლოეს ზაფხულში დატოვებს.