„ვალდას ივანაუსკასს გორის "დილასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაბამისად, ის უკვე არ არის ამ გუნდის მწვრთნელი", - ამ ფრაზით უპასუხა ივანაუსკასმა ჩემს შეკითხვას მის ურთიერთობაზე გორის გუნდთან. საქართველო-შოტლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის შემდეგ ვესტერლოში ვალდასმა რამდენიმე წუთი დაგვითმო და გვითხრა, რომ „დილას“ მისი რაიმე დავალინება არ აქვს.
"ჩვენ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მეგობრულად დავშორდით. მე ბავშვობიდან მიყვარდა საქართველო და ახლაც მიყვარს თქვენი მშვენიერი ქვეყანა. განვაგრძობ ურთიერთობას ქართულ ფეხბურთთან და უახლოეს პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებსაც დავესწრები", - აღნიშნა ლიტველმა სპეციალისტმა.
შეკითხვაზე - "რას აპირებთ უახლოეს ხანში როგორც მწვრთნელი" - მან მიპასუხა: "ველი წინადადებებს ევროპიდან, ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა. ცოტა ხანში შეგატყობინებთ. დამიკავშირდით ერთ-ორ კვირაში და ყველაფერს გეტყვით", - და თავის სავიზიტო ბარათი მომაწოდა.
აქვე, ვალდასმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს შოტლანდიასთან მოგება მიულოცა: "დიდებული გამარჯვება იყო შოტლანდიასთან, ასეთი მსაჯობა კი, დიდი ხანია არ მინახავს".
თენგიზ პაჭკორია,ვესტერლო,სპეციალურად www.worldsport.ge
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ კაცს რომ ვერ შეინარჩუნებს ის ქვეყანა უპატრონოა!!!ევროლიგამდე მაინც შეგენარჩუნებინათ!მოკლედ სიტყვები აღარ მყოფნის!იოცნებეთ გორელო მეოცნეებებო და საერთოდ ქართული პოლიტიკის და პოლიტიკოსების ,ამისთვის ბრძოლობდა ხალხი 9აპრილს დამოუკიდებლობისთვის?...
ეს კოკაიას მოეწონა მაგრად თუ აპირებს გუნდის შენახვას კიდევ ეს კაცი არ უნდა გაუავს ხელიდან
[bstripslashes((strlen('http://trophymanager.com/?c=2705599')>0?']http://trophymanager.com/?c=2705599':']http://trophymanager.com/?c=2705599')) ფეხბურთის მოყვარულებო დარეგისტრირდით და ითამაშეთ მსოფლიოს საუკეთესო ონლაინ მენეჯერი. იყავით კლუბის მენეჯერი, შეასრულეთ 5 საწყისი მარტივი ამოცანა, დაარქვით თქვენთვის სასურველი სახელი თქვენს კლუბს, აკონტროლეთ ფინანსები, დააყენეთ ტაქტიკა მატჩებისათვის იყიდეთ ფეხბურთელები, და მოხვდით ჩემპიონთა ლიგაზე
ბატონო თენგიზ ვიდეოც რო გადაიღოთ ძალიან მადლიერი დაგრჩებით საზოგადოება, გოლები მაინც რო ვნახოთ
და რო დაეტოვებინათ არ შეეძოლოთ>???
მაგარი კაცი და პროფესიონალია ივანაუსკასი !
ძალიან დიდი და კარგი შტაბდეჭდილაბა დატოვა ამ კაცმა წარმატებებს ვუსურვებ სადაც წავაა ყველაგაან
)
წარმატებები ვალდას !
აუუუ ესეიგი წავიდა??? ამის გამო ვამბობდი დილა რაგაცას მიაღწევს მეათქი წელს ევროპა ლიგაზე ეს კიდე წასულა ბლიაბბ ეხლა ვინ მოვა ჰაა?>??"
კაი კაციაააააააა