ფეხბურთი

16:19 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალცკე გულშემატკივრებს დიდებულ მუნდიალს ჰპირდება

 

ფიფას გენერალური მდივანი ჯერომ ვალცკე ბრაზილიაში წამსვლელ გულშემატკივრებს დიდებულ მუნდიალს ჰპირდება.

53 წლის ვალცკეს სჯერა, რომ ბრაზილიაში გამართული ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიას დასამახსოვრებელ გამოცდილებას დაუტოვს.

"გულშემატკივრები დიდებული ტურნირის მოლოდინში უნდა იყვნენ. სამუშაოები კარგად ჩავატარეთ. ბრაზილია გასაოცარი ქვეყანაა თავისი მუსიკით, ცეკვით და ფეხბურთით, რომლითან ქვეყანა მსოფლიოში უნიკალური გახდა" _ ციტირებს ფიფა ვალცკეს სიტყვებს.

გენერალური მდივანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბრაზილია სამხრეთ აფრიკისგან განსხვავებული ქვეყანაა და იმედოვნებს გულშემატკივრებს ქვეყნის შესახებ ინსტრუქცია უკვე აქვთ.

"ჩემი რჩევაა გულშემატკივრები სამოგზაუროდ მოემზადონ და ეს ბოლო წუთს არ გადაწყვიტონ. ნაკრებებს სხვადასხვა ქალაქებში მოუწევთ გადაადგილება და აქ დიდი განსხვავებაა სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიას შორის. რა თქმა უნდა, ქვეყანა უკვე ორგანიზებულია და პრობლემები არ იქნება".

 

გიორგი ბალახაძე

 

0.135877