მატიე ვალბუენას აგენტი ჟან-პიერ ბერნესი აცხადებს, რომ “მარსელისა” და საფრანგეთის ნაკრების შემტევს რამდენიმე გუნდი იწვევს, მათ შორის “ფიორენტინაც”.
“მსოფლიო ჩემპიონატი ვალბუენას შესაძლებლობების წარმოსაჩენად კარგი საშუალებაა. რამდენიმე გუნდთან სერიოზული მოლაპარაკება მიმდინარეობს. მათ შორისაა “ფიორენტინა” და თურქული კლუბები. თუმცა, მოლაპარაკებები ჯერ ახალი დაწყებულია.” – აცხადებს ვალბუენას აგენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის შემტევის ფასი 12 მილიონი ევროა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აქ ჯობია
ბოლო თვე-ნახევარი რომ გიო მდგარიყო "მაგდებურგის" კარში, ალბათ არ გავარდებოდნენ ("თავს ვიმშვიდებ" სმაილი
)