“მარსელის” ლიდერი მატიე ვალბუენა უახლოეს პერიოდში კლუბის დატოვებაზე და გუნდის გამოცვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
საკუთარი გეგმების შესახებ 29 წლის ნახევარმცველმა BFM TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
“მოცემული მომენტისთვის ჩემი მიზანია, რომ მაღალ დონეზე ჩავატარო სეზონის მეორე ნაწილი და მერე წარმატებით ვითამაშო მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში. “მარსელის” ღირსებას უკვე 8 წელიწადია ვიცავ და არასდროს დამიმალავს, რომ ძალების საზღვარგარეთ მოსინჯვა მინდა” - თქვა ვალბუენამ.
გავრცელებული ინფორმაციით ფრანგი ფეხბურთელის შეძენით მადრიდის “ატლეტიკოა” დაინტერესებული. “მარსელი” მზადაა მატიეს შეელიოს, ოღონდ მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს ითხოვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წამო ბიჯო მარტვილის მერანშიD

10 შიც შეიძლება წავიდეს,, ვალენსიას ჭირდება ეხლა გაძლერება