ჭადრაკი

12:20 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟთა ნაკრების შეკრება ლოპოტაში

25 ივნისიდან “ლოპოტა-რეზორტში” მსოფლიოს ქალთა გრან-პრის ეტაპის პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შეკრება.

შეკრებაზე ნაკრების დასახელებული შემადგენლობიდან თითქმის ყველა იმყოფება: მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, გაიოზ ნიგალიძე.

გამონაკლისს მხოლოდ ბაადურ ჯობავა შეადგენს, რომელიც ინდივიდუალური გრაფიკით ემზადება ოლიმპიადისთვის.   წვრთნებში აგრეთვე მონაწილეობენ გუნდის წევრობის კანდიდატებიც: მერაბ გაგუნაშვილი, ლუკა პაიჭაძე და კოკა შანავა.

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოწვევით ქართველ მოჭადრაკეებს, ნაკრების მთავარ მწვრთნელ, საერთაშორისო დიდოსტატ ლაშა ჯანჯღავასთან ერთად ტრენინგებს  უტარებს საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინ საკაევი (რუსეთი).

ლოპოტაზე ნაკრების მოთამაშეებისათვის იდეალური   პირობებია შექმნილი როგორც თეორიული, ასევ ფიზიკური მზადებისათვის.

0.119337